ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს ნეგატიური აზრები.უმეტესობა ფიქრობს თუ რა საშინელი გარეგნობა აქვს,თუ როგორ არ უხდება მას ტანისამოსი..ჩემს ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ყოფილა შემთხვევა როდესაც ჩემი ერთ-ერთი კლასელი მოსულა პოზიტივით აღსავსე..გარეგნობა შეიცვალა,ჩემმა თანაკლასელმა კი უთხრა თუ რა საშინელი ფერით შეუღებავს თმები,როგორ არ მოუხდებოდა მის ტანისამოსს..თუ როგორ არ უხდებოდა მას..თუ როგორ უხდებოდა მას მისი ბუნებრივი ფერი.. დღეს მეც შემემთხვა მზგავსი რამ.სრულიად განსხვავებული შარვალი მეცვა,გეგონებოდა კრასკა უსვიაო.ჩემი კლასის უმეტესობამ ნეგატიური კომენტარები მომახალა.ბევრმა გაიცინა.მე კიდევ მთელი პოზიტივი ჩამიხშეს.ალბათ ამით კმაყოფილნი არიან.ძალიან გთხოვთ ნაკლები ნეგატივი.არ მინდა სხვაც ისევე ჩაკომპლექსდეს როგორც მე.არ მინდა სხვამ თავი ისე იგრძნოს როგორც დღეს მე ვიგრძენი .არ არის აუცილებელი თქვენი ნეგატიური აზრები უადგილო დროს,ადგილას და სიტუაციაში ჩააკვეხოთ. ნაკლები ნეგატივი,უკეთესი ცხოვრება. Life is 10% what happens to you and 90% how you react to it.- Charles R. Swindoll